მთავარისიახლეებიეკონომიკასოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

Published on

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ციტრუსის სეზონის დაწყების თაობაზე ისაუბრა.სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 ათას ტონაზე მეტი იქნება, რაც   40 პროცენტით აღემატება შარშანდელს. შესაბამისად სამინისტროს დაგეგმილი აქვს მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება მოსავლის  რეალიზაციაში. მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მინისტრის თქმით, "ნარინჯისფერი რთველის" ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ბათუმში სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. 9.00-დან 21.00 საათამდე იმუშავებს ცხელი ხაზი.  

წელს ამ  პროცესში ჩაერთვება სამი-ოთხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა. გაუმჯობესებულია ლოჯისტიკური მდგომარეობა. დამატებულია სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ექსპორტი უფრო შეღავათიანი პირობებით იქნება შესაძლებელი. ქართული ციტრუსი ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში გავა.

ხორციელდება სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი  (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.  გასული წლის მსგავსად ომპანიები, რომლებიც ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.  ამას გარდა, კომპანიებს აქვთ საშუალება აიღონ შეღავათიანი კრედიტები, კრედიტის   პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

სიახლეები

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...