მთავარისიახლეებიპოლიტიკაქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტს სთხოვა მონიტორინგი დააწესოს რუსთავი 2 - ისთვის მისი...

ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტს სთხოვა მონიტორინგი დააწესოს რუსთავი 2 – ისთვის მისი სამართლებრივი დავის განხილვის პროცესზე

Published on

 დღეს დილით ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში,  რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე აცხადებს პრეტენზიას, საქართველოს პრეზიდენტს გიორგიმარგველაშვილს შეხვდა.  იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა.  შეხვედრა, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ დავას ეხებოდა,  ერთ საათს გაგრძელდ.ა

ქიბარ ხალვაშის თქმით, მან თხოვნით მიმართა პრეზიდენტს, კონტროლზე აიყვანოს საქალაქო სასამართლოში მის მიერ რუსთავი ორის წინააღმდეგ წაყენებული სარჩელის განხილვის პროცესი, რამდენადაც, მისი თქმით, ,,სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლა ხდება''.

ხალვაშის განმარტებით, მას სურდა  საქართველოს პრეზიდენტთან   რუსთავი 2-თან  დაკავშირებულ კონკრეტულ სამართლებრივ ასპექტებზე ესაუბრა, მაგრამ პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის იურისტი არ არის და მსგავს დეტალებს ვერ ჩაეძიება.

 

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...