მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენი ადამიანია აღნიშნულთან დაკავშირებით მიცემული პასუხისგებაში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. მინდა,  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და ასევე ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. ამასთან ერთად,  მინდა,  მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, არ იყო ერთეული და იყო სისტემური. რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებდა ან წარმოებს სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში, – საზოგადოებას ეს აინტერესებს, რათა ჩვენ გაგვიმყარდეს განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები არიან სამართლიანად დევნილნი და მათ საზოგადოება, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს არ შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა'', – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...