მთავარისიახლეებირეგიონებიზუგდიდის მერიამ სტადიონის მშენებლობაზე უკვე მესამედ გამოაცხადა ტენდერი

ზუგდიდის მერიამ სტადიონის მშენებლობაზე უკვე მესამედ გამოაცხადა ტენდერი

Published on

ქალაქ ზუგდიდის მერიამ მესამედ გამოაცხადა  ტენდერი  ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე , რომელიც  ენგურ – ქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. 

წინა ორი ტენდერი უშედეგოდ დსრულდა – პირველში   მონაწილეობის სურვილი განცხადა  ერთადერთმა კომპანიამ,   რუსეთის ფედერაციაში  რეგისტრირებულმა ,,ლიტომმა", რომელიც, სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა. დისკვალიფიკაცია მოხდა იმის საფუძველზე, კომპანიამ ვერ წარმოადგინა სრულყოფილი სატენდერო დოკუმენტაცია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებაში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ამ საეჭვო წარმომავლობის კომპანიის არასათანადო შესაძლებლობების შესახებ. ეს მოხდა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიას ცუდ გადამხდელად ასახელებს რუსეთის საგადასახადო ინსპექცია.  მეორედ გამოცხადებული ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში  განაცხადი არცერთი  სამშენებლო კომპანიდან არ შემოსულა. 

მორიგ, მესამე ტენდერში მონაწილეობისათვის  წინადადებების მიღება 28 -30 ოქტომბრის პერიოდში მოხდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 800 000 ლარს შეადგენს.

 “ფიფას” სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სამ ეტაპად იგეგმება და . 2017 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 

სტადიონის სამშენებლო პროექტი „თბილქალაქ პროექტმა“ მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...