მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა

უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა

Published on

უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, კიევში, ლვოვში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

ეგზიტპოლების მიხედვით, კიევის მერის პოსტზე ვიტალი კლიჩკო ლიდერობს. მას ამომრჩევლის 40–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მერის თანამდებობის დასაკავებლად დიდ ქალაქებში ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებაა საჭირო.

ეგზიტპოლების მონაცემებით, ოდესის მერის პოსტზე მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი ლიდერობს, მეორე ადგილზე ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ბოროვიკი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, საკაშვილის მრჩეველი მარია გაიდარი საარჩევნო უბნიდან გააძევეს.  ამის შესახებ თავად გაიდარი აცხადებს,   ისამბობს, რომ  ხმების დათვლის პროცედურას ესწრებოდა, რა დროსაც კომისიის წევრებმა ოთახის დატოვება უბრძანეს.

გაიდარის თქმით, პროცედურის დროს მასთან ერთად მისულმა დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს და აღნიშნულის შესახებ განაცხადს სამართალდამცავ ორგანოში შეიტანს.

საერთო ჯამში უკრაინის მასშტაბით ცენტრალურ რეგიონებში პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს. არჩევნები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ჩატარებულა.

სიახლეები

ახალი კანონმდებლობა მუშაობს, რადიკალებმა ქუჩა ვერ გადაკეტეს – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გამკაცრდა აქციებისა და მანიფესტაციების დროს...

ტრამპი-პუტინის შეხვედრა გაუქმებულია, უდიდესი რუსული ნავთობკომპანიები – დასანქცირებული

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა, რის პარალელურადაც...

ჩალას ვინ ჩივის, განავალით გადახურეს ეს ქვეყანა – საბა ბრაჭველი

რუსტაველის გამზირზე სისხლისსამართლებრივი ხულიგნობის მუხლით დააკავეს თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. ამასთან...

ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა – სუს

გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების,...