მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ მინისტრმა სახელმწიფო კომისიის სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის 1 დეპუტატი გააძევა, სხვები კი...

პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო კომისიის სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის 1 დეპუტატი გააძევა, სხვები კი საერთოდ არ შეაშვებინა

Published on

,,ნიუპოსტის'' ცნობით, ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ სია იმ ადამიანების, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე მთავრობის ადმინისტრაციას მიაწოდეს.

მოვლენები ამის შემდეგ უფრო ცუდად განვითარდა. სხდომაზე დაშვებული ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაგდო.

ღარიბაშვილმა დეპუტატი ლონდარიძე საბოტაჟში დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.

სხდომიდან გამოსული ლონდარიძე პრემიერმინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს, დეპუტატი გიორგი ვაშაძე კი რომელიც სხდომაზე არ შეუშვეს მიმდინარე შეხვედრას "პოტიოპკინის სხდომად" მოიხსენიებს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უკვე დატოვეს

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...