მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება

Published on

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიაში ადგილობრივი არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება:

,,დუმას TV, რომელიც აბსოლუტურად ექვემდებარება ყოფილი რეგიონალის, ამჟამად ,,სოლიდარობის"' ადგილობრივ წარმომადგენელს, ეწევა ტირაჟირებას წინასწარ გაყალბებული შედეგებისა, რომელთა თანახმად, ოდესაში მერის არჩევნების მეორე ტური არ უნდა შედგეს. სისულელეა! მეორე ტური შედგება!

ვერ წარმოიდგენთ, რა წინააღმდეგობებს წავაწყდით ოდესაში. აქ არსებული 30 -ზე მეტი მედიასაშუალება უარს გვეუბნებოდა ტელეეთერის დათმობაზე, უარს ამბობდა ჩვენი რეკლამის განთავსებასა და ტრანსლირებაზე, ყველა სკოლა, ყველა საბინაო თვითმმართველობა ქალაქის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე მუშაობდა!

 ის, რომ ოდესელებისთვის ადრე სრულიად უცნობმა კანდიდატმა ქალაქის მერის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 32 %  მიიღო ფანტასტიური ბიუჯეტის, ადმინისტრაციული რესურსების გარეშე, საუკეთესო მაჩვენებელია იმისა, რაოდენ დაღალა ოდესელები 90 – ანი წლების ჭაობმა.

მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა ყველას , ვინც არჩევნებზე მოვიდა და გავაფრთხილო ისინი, ვინც იმედოვნებს, რომ ოდესის ბედს ფალსიფიცირებაზე დაყრდნობით გადაწყვეტს : ეს სცენარი არ გაგივათ! 
 
ოდესელებმა დაამტკიცეს, რომ სისტემური ცვლილებები სურთ. ჩვენ აუცილებლად გავატარებთ ყველა იმ რეფორმას, რომელიც ოდესას გადაქცევს ნამდვილ ევროპულ ქალაქად , სადაც პოლიტიკოსები ხალხის საკეთილდღეოდ და არა თავიანთი ჯიბეების გასასქელებლად იმუშავებენ. მჯერა ყოველი დღე უკეთესი იქნება! დემოკრატიული ძალები უსათუოდ გაიმარჯვებენ!. ''
 
შეგახსენებთ, უკრაინაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგებით, ოდესის მერის არჩევნებში ლიდერობს ახლანდელი მერი გენადი ტრუხანოვი, მეორე ადგილზეა მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ბოროვიკი

 

 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...