მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის ქარხანა გაიხსნა.(VIDEO)

კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის ქარხანა გაიხსნა.(VIDEO)

Published on

კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს ბეტონის ქარხანა გაიხსნა. პოლონური საერთაშორისო ჰოლდინგი "ტინეს კაპირალ ჯგუფი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ბეტონის ქარხნის გახსნას დღეს პოლონური საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.  ცერემონიალს ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამ ეტაპზე ბეტონის ქარხანაში 45 მოქალაქეა დასაქმებული.  უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბეტონის ქარხნის წარმადობა. ჰოლდინგში აცხადებენ, რომ საქართველოში ინვესტირება არის კომპანიის საერთაშორისო საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილი. "ტინეს ჯგუფი" აქცენტს აკეთებს ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებზე, რომელიც დამახასიათებელია ევროპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკის, ჩრდილო აღმოსავლეთისა და ცენტრალური  აზიის ბაზრებისთვის.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...