მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საგანელიძეს პარლამენტში არა მისი ადგილმონაცვლე ედიშერ თოლორაია, არამედ ვლადიმერ აჩბა შეცვლის.

დავით საგანელიძეს პარლამენტში არა მისი ადგილმონაცვლე ედიშერ თოლორაია, არამედ ვლადიმერ აჩბა შეცვლის.

Published on

რამდენიმე წუთის წინათ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ცესკო-მ დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურა წარუდგინა. საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩბა შეცვლის. 
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-დან საგანელიძის ადგილმონაცვლის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე შევიდა.
მისი თქმით, ვლადიმერ აჩბა თანხმობას აცხადებს, პარლამენტის წევრის ადგილი დაიკავოს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში საგანელიძის ადგილმონაცვლე ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია იყო, თუმცა მან უარი განაცხადა დაიკავოს ეს ადგილი პარლამენტში იმ მოტივით, რომ იგი არჩეული გამგებელია და პატივს სცემს ადამიანებს, რომელთაც მასზე არჩევანი ზუგდიდში  სასურველი ცვლილებების მოლოდინში  შეაჩერეს. 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...