მთავარისიახლეებიეკონომიკაუკან - ,,გაზპრომისკენ'' და რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისკენ

უკან – ,,გაზპრომისკენ” და რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისკენ

Published on

Socar Georgia უარყოფს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ  შეუძლია მთელი საქართველოს მომარაგება ბუნებრივი აირით. 

Socar Georgia-ს ხელმძღვანელი გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი აცხადებს,  რომ აზერბაიჯანი საქართველოს ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, რასაც შაჰ-დენიზის საბადოდან დამატებით ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ემატება, რაც საერთო ჯამში დღიურად 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ამდენად, ,,ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოსახლეობისთვის საჭირო მოცულობებს" – ამბობს მამედოვი.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში გაზის მოხმარება იზრდება, ამ გაზრდილ მოხმარებას კი აზერბაიჯანი ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც მთავრობამ რუსულ Gazprom-თან დაიწყო მოლაპარაკებები.

Socar-ის განცხადების მიუხედავად საქართველოს მთავრობა აგრძელებს Gazprom-თან მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის შესყიდვაზე . ენერგეტიკის მინისტრი რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას დეკემბრის ბოლომდე აანონსებს, 

ენერგეტიკის სამინისტროში საუბრობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების კიდევ ერთი მიზეზი ფასია. კახა კალაძის თქმით, სოკარი კომერციულ კომპანიებს ბუნებრივ ფასს საკმაოდ ძვირად აწვდის, თუმცა კითხვაზე იქნება თუ არა რუსული გაზი აზერბაიჯანულზე იაფი, კალაძეს პასუხი არ აქვს, რადგანაც უცნობია თუ რა ფასად და რა მოცულობის გაზს იყიდის Gazprom-ისგან.

 

 

სიახლეები

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო...

ბოლო 5 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 29 ადამიანი დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 5 დღეში რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მიზეზით...

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა  როგორც...

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები,...