მთავარისიახლეებიპოლიტიკადიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!- თენგიზ გუნავა ძალადობის ფაქტების შესახებ

დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!- თენგიზ გუნავა ძალადობის ფაქტების შესახებ

Published on

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს  საზოგადოებისადმი მიმართვას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მინდა მივმართო საზოგადოებას: მე დღეს იმ ამაზრზენი ვიდეოების თემაზე კომენტარიც გავაკეთე – ჟურნალისტებმა მკითხეს, ვგრძნობდი თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც მოხდა.

ვინც მიცნობს, იცის – პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ და ჩემი პასუხიც ცალსახა იყო, რომ დიახ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას!

რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა შეცდომები, ამისგან არავინაა დაზღვეული და ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის რომ არ ველოდით ამას და გაგვეპარა ეს ფაქტი! რომ გვცოდნოდა, რომ გამეგო, სამეგრელოში მსგავსი ძალადობის მონაწილე პირები დაისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით და არა ისე, როგორც დღეს ე.წ. ციხის კადრების მთავარი რეჟისორი, მთავარი მწამებელი ბედუკაძე და მისნაირები, რომლებიც გარეთ დატოვა ხელისუფლებამ, "გმირს" დაცვა დაუნიშნა, ზოგსაც საპროცესო გაუფორმა…

ხოლო ის, რასაც დღეს ხელისუფლება ამ კადრების ჩვენებით, ასევე რეგიონებში და თბილისში ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევით, ღამით, მალულად საღებავების მისხმით აკეთებს, რათა გაგვანადგუროს ჩვენ – ხალხის ნებით განსაზღვრული პირველი ოპოზიციური პარტია, არის უმსგავსობა და მარაზმი, ეს ემსახურება ქვეყნის მიყვანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც უნდა შეწყდეს ან შევაწყვეტინოთ!!!

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...