თემურ ნადარაია: გალში არიან ადამიანები, რომელნიც აფხაზური ხელისუფლების იგნორირებას ახდენენ და ამბობენ, რომ საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენს კანონებს არ დაემორჩილებიან.

0
474

,,გალის რაიონში ჩვენ ხშირად ვაწყდებით აფხაზური ხელისუფლების იგნორირებას  ამა თუ იმ ადამიანის მხრივ. ისინი აცხადებენ, რომ  საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენს კანონებს არ დაემორჩილებიან. მაგრამ მათი ინტეგრაციის პოლიტიკის აგება მეგრულ ვექტორზე  და კარგად გააზრებული აკადემიური პოლიტიკის გატარება გალში 20 წელიწადში სრულიად სხვა სურათს მოგვცემს – აცხადებს   sukhum-moscow.ru   კორესპონდენტისათვის  მიცემულ ინტერვიუში გალის რაიონისადმინისტრაციის ხელმძღვანელი   თემურ ნადარაია, რომელიც, როგორც გამოცემაშია ნათქვამი,  ,,ქვეყანაში ამ ყველაზე პრობლემური რაიონის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე’’  ლაპარაკობს. გთვაზობთ ინტერვიუს მცირედი შემოკლებით

 

– ,,თხილის ომი’’ გრძელდება. რა კეთდება იმისათვის, რომ დაიცვათ ადამიანები ?

– არავითარი თხილის ომი არ მიმდინარეობს და ადამიანებს არაფერი სჭირთ დასაცავი. არის ბაზარი, არიან ადამიანები, რომელნიც ვაჭრობით არიან დაკავებულნი, და ნებისმიერ ბაზარზე ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება, იაფად იყიდონ და, რაც შეიძლება,  ძვირად გაყიდონ პროდუქცია. დამნაშავე ელემენტები, რა თქმა უნდა, თავისას ცდილობენ,  არის მოვაჭრეთაგან გარკვეულ ქრთამის აღებისა და გამომძალველობის მცდელობაც. თხილის უმეტესი ნაწილი საქართველოში გაედინება, მაგრამ ახლა გაცილებით ნაკლები, ვიდრე შარშან. ეს შეიძლება იმიტაც ავხსნათ, რომ წელს  თხილის ხარისხიცა და, შესაბამისად, ფასიც  დაეცა. რაც შეეხება კრიმინალს, რაიონში მომუშავე სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შედეგად  დანაშაულის  ფაქტებმა  იკლო,  ამასთან გამკაცრებულია  კონტროლიც  საზღვარზე

-თქვენ ბევრი გააკეთეთ  იმისათვის, ჩრდილოვანი ეკონომიკიდან  გამოგეყვანათ რაიონში არს ებული მიწის რესურსები. როგორია სადღეისოდ ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შუალედური შედეგები?

– ხელისუფლების მიერ აღრიცხული მრავალწლიანი კულტურებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთების  რაოდენობა 3-4 – ჯერ გაიზარდა  ანუ ჩვენი მონაცემები რეალობას უახლოვდება. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც ოფიციალურად აღრიცხული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი ექვსჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც სინამდვილეში მოსახლეობა ამუშავებს.. ამ კონტექსტში მაწუხებს  ერთი მომენტი: არიან ადამიანები, ფრომელთაც  გულით სწადიათ  მიწაზე მუშაობა, მაგრამ ამის საშუალება არა აქვთ, რადგან მიწების დიდი ნაწილი ფორმალურად თუ არაფორმალურად სხვებს აქვთ დასაკუთრებული, სახელმწიფო კი არ ეხმარება მათ მიწის ფართობის მიღებაში.  ცნობილია, რომ განვლილ წლებში  ფაქტობრივად ყველგან ჰქონდა ადგილი მიწების თვითნებურ მიტაცებას, არ არსებობს მიწასთან დაკავშირებული  ერთი საიჯარო ხელშეკრულებაც კი. აი, მაგალითად სოფელ ფიჩორში ( ნადარაია სოფელს იხსენიებს აფხაზური ვერსიით – ,,პეჩორა“ – ო.ნ.) გადასახადებს იხდიდნენ 49 ჰა-ზე გატვლით, მაშინ როცა სინამდვილეში დასამუსავებლად 370  ჰა ჰქონდათ დასაკუთრებული. ჩვენ ვაძლევთ ხალხს საშუალებას იმუშაონ, ვეუბნებით, მიმართეთ სოფლის ადმინისტრაციას თხოვნით, გამოგიყონ მიწის ნაკვეთები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ კეთდება. ადგილებზე ფაქტობრივად არ არსებობს რეალური ძალაუფლების მქონე  ხელისუფლება.  ხოლო როცა წესრიგის დამყარებას ვიწყებთ, ყოველი მხრიდან წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ეს იმით არის განპირობებული, რომ ადრინდელი სიტუაცია  აწყობდა ყველას,  კრიმინალის ჩათვლით.  როცა  გალის რაიონის მცხოვრებლებს ვეკითხები, რატომ არ გინდატ აიღოთ და დაამუშაონ ასეთივე მიწის ნაკვეთები ქართულ ტერიტორიაზე, სადაც ნათესავები ჰყავთ, ისინი მპასუხობენ, რომ იქ მათ მიწის ნაგლეჯსაც კი არავინ  მისცემს.

-როგორ აფასებთ თხილის გატანაზე ბაჟის  დაწესების საკითხის გარშემო მიმდინარე ცხარე დებატებს?

 – თუ მინისტრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა  ასეთ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ მას.  ეს არ არ შედის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაში და ამიტომ  ჩვენი რაიონული კრებამ მთავრობას მიმართა თხოვნით შემოიღოს საბაჟო გადასახადი თხილის გატანაზე. ბევრს ჰგონია, რომ გადასახადები რომელთაც სახელმწიფოს აწესებს, ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის. ეს ასე არ არის.  ყველა ჩვენი ხარჯი გამჭვირვალეა. აი, წელს მოველით, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე 4-5  მილიონი რუბლით მეტი შემოვა. ვაპირებ შევქმნა კომისია, რომელიც გადაწყვეტს რას მოხმარდება ეს თანხა.

თუმცა გალის რაიონში ჩვენ ხშირად ვაწყდებით იმას,  რომ ზოგიერთები იგნირირებას უწევენ აფხაზურ ხელისუფლებას, როგორც ასეთს. ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც  ამბობენ, რომ ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ამიტომ არ დაგვემორჩილებიან.

ამასწინათ ერთერთ სოფელში ისე  დიდი სკანდალი მოხდა, რომ მილიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.  ერთმანეთში ორმა მეზობელმა იჩხუბა, ერთი მეორეს უყენებდა პრეტენზიას, რომ იგი უკანონოდ დაეპატრონა მის მიწას. იმ კანონის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს იქნა მიღებული, ეს მიწები მართლაც მას ეკუთვნის და ამ საფუძველზე სურს მისი დაბრუნება. ძნელია ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტო მიწასთან დაკავშირებული  სადაო საკითხები, მაგრამ, როცა ადამიანები დაინახავენ, რომ ხელისუფლება ზრუნავს მათზე, მსგავსი ინციდენტები ნაკლებად მოხდება. და კიდევ  თხილის შესახებ – თხილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არც ერთ გლეხს არ გააქვს , ამას შემსყიდველ – დამამზადებლები აკეთებენ. ადრე თხილის ბიზნესში მონაწილეობდა ყველა,  აფხაზეთის სახელმწიფოს გარდა.

– რას ფიქრობენ გლეხები თხილზე საბაჟო გადასახადის საკითხზე?

-გლეხებს, რომელთაც თავად გააქვთ თხილი, ეს, რასაკვირველია, არ მოსწონთ, თუ ადრე ყოველ გადატანილ კილოგრამზე 15 – 20 რუბლს იხდიდნენ, ახლა 25 – 27 რუბლი გადახდა უწევთ. საქართველოში დღეს 1 კგ თხილის ფასი 180 რუბლია, მაგრამ ფასი ნოენბრისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ამ გადასახადებიდან შემოსული თანხები ისევ რაიონის განვითარებას მოხმარდება. როცა ადამიანები ნახავენ, რომ ერთ წელიწადში აქ გზების, ქვესადგურების, წყალმომარაგების ობიექტების რემონტი დაიწყება, სხვაგვარად ალაპარაკდებიან 

-საინტერესოა თქვენი პოზიცია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე  საქართველო- აფხაზეთის  საზღვრისპირა ზოლში ზე

-აფხაზეთსა და საქართველოს შორის არ არის დადებული სპეციალური სავაჭრო ხელშეკრულებები, ამიტომ რა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო საზღვარზე  სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, მათ შორის ეკონომიკურით. ოფიციალურად რაიმეს გადატანა და გადმოტანა საზღვარზე ჯერ კიდევ  პრეზიდენტ სერგეი ბაგაფშის დროიდან არის აკრძალული, მაგრამ ადამიანებს საზღვარზე გადაადგილებისას მაინც დააქვთ თან ხელბარგი ან საქონელი,  თუმცა, რა თქმა უნდა,  მცირე პარტიებით და ისიც არა ვაჭრობის  მიზნით. თუ ადრე მათ ბაჟის გადახდა უწევდათ 50 კგ ზე მეტი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ახლა იხდიან თითოეულ კილოგრამზე.

– თავისი საქმიანიბის დასაწყისში  ახალ ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა დაეხურა ყველა საკონტროლო – გამშვები პუნქტი, გარდა ერთისა – ენგურის  ხიდზე. მაგრამ შემდეგ, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან და , რამდენადაც ვიცი, რუსი დიპლომატების თხოვნით. რა სიტუაციაა  ამ მხრივ დღეს?– საკონტროლო – გამშვები პუნქტი ქვედა ზონაში მოწყობილია იმისათვის, რომ აღკვეთონ ადამიანების გადასვლა საზღვარზე  კანონის გვერდის ავლით . ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ფიჩორი – ჰიაცჰას შემაერთებელი გზის შეკეთება. ეს დაახლოებით 30 კილომეტრია იმ ტერიტორიის გასწვრივ, რომელზედაც განლაგებულია საკონტროლო – გამშვები პუნქტები. რემონტი რუსეთის ფინანსური დახმარებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს თანხა ჯერ არ მიგვიღია. პოსტების დახურვა ამ გზის გარემონტებამდე ვერ მოხდება. ამიტომ ჩვენ ეს ჩვენი ძალებით უნდა ვცადოთ.

– თქვენ ლაპარაკობდით საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც უშუალოდ საზღვარზეა განლაგებული და საიდანაც გაედინება კონტრაბანდა. იყო მოსაზრება ამ სახლების დანგრევისა და მათ ახლანდეკლ ბინადართა  სხვაგან დასახლებაზე.  რა ხდება ახლა?
– ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას თხოვნით ბიუჯეტში გაეთვალისწინებინა და გამოეყო 20 მილიონი რუბლი იმისათვის, რომ მომავალ წელს გაგვეცა კომპენსაციები ამ სახლების მცხოვრებთათვის. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, შეუძლებელი გახდეს კონტრაბანდის შეუმჩნევლად გადატანა  ამ კარმიდამოების გავლით. ეს ჩვენ რუსმა მესაზღვრეებმა გვთხოვეს და ჩვენ ამ თხოვნის შესრულებას გაისად შევძლებთ.  ქალაქში ბევრია სახლი, სადაც გადასვლას შევთავაზებთ მათ და შესაძლოა ამისათვის საჭირო თანხები პრეზიდენტის ფონდიდანაც გამოგვიყონ. 

-საინტერესოა თქვენი  პოზიცია გალის რაიონში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების მიმართ. ბოლოს და ბოლოს აღმოგვაჩნდება თუ არა რაღაც გარკვეული სტრატეგია ამ საკითხში? როგორ აფასებთ ინტეგრაციის  ,,მეგრული ვექტორის’’  შედეგებს? კერძოდ მსოფლიოში ერთადერთი ადგილობრივი მეგრულენოვანი გაზეთის ეფექტს?

-თუ სწორად ვიმუშავებთ, ვიზრუნებთ ადამიანებზე, სწორად დავგეგმავთ   ბავშვების სწავლა-განათლებას, რეალურად შევძლებთ გალის მკვიდრთა ინტეგრირებას. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება ხუთ და თუნდაც ათ წელიწადში, მაგრამ, თუ განათლების სწორ პოლიტიკას ავირჩევთ და გავატარებთ, გალში 20 წელიწადში სრულიად განსხვავებულ სურათს მივიღებთ.

საერთოდ კი ჩვენში ადამიანის  უფლებების შეზღუდვა  არც ამჟამად  ხდება , გალში დღემდე გამოდის მეგრულენოვანი გაზეთი ,,გალ“ –  ეს გადაწყბეტილება თავის დროზე პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ მიიღო. ღმერთმა ყველა ხალხს თავისი ენა მისცა, 40 – იან წლებში აფხაზმა ხალხმა   თავის თავზე გამოსცადა რეპრესიები და განა შეგვიძლია ამის შემდეგ თავს უფლება მივცეთ იგივე გავაკეთოთ სხვა ხალხის მიმართ? რა თქმა უნდა , არა.  სრულიად სხვა საკითხია ის, რომ ჩვენ ვებრძვით პროპაგანდას რომლის თანახმად აფხაზეთის სახელმწიფო არ არსებობს. აი, ამას, ვინც რა უნდა თქვას,  ყოველთვის შევებრძოლებით.

წყარო sukhum-moscow.ru 

19 ოქტომბერი, 2015 წ.

წინა სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შედეგს სამართლებრივი ძალა არ ექნება
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური