მთავარისიახლეებირეგიონები,,თავისუფალი დემოკრატების'' ხობის ორგანიზაცია სრული შემადგენლობით ,,ქართული ოცნების'' რიგებში გადავიდა

,,თავისუფალი დემოკრატების” ხობის ორგანიზაცია სრული შემადგენლობით ,,ქართული ოცნების” რიგებში გადავიდა

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის ორგანიზაციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თვითდაშლა გამოაცხადა –  როგორც ორგანიზაციის  ყოფილმა თავმჯდომარემ და საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ შუშანიამ განაცხადა, მან კოლეგებთან ერთად ოფიციალურად დატოვა პარტია და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, პარტიის სრული შემადგენლობით – 70 წევრით გადავიდა. ამის  მიზეზად „თავისუფალი დემოკრატების“ შეცვლილი პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა .

ისინი თვლიან, რომ  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას და პარტიის ხელმძღვანელი რგოლის სხვა წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ქმნის რეალურ საფუძველს იმისათვის, რომ ისინი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლებად იქნან აღქმულნი.

არის ცნობები, რომ პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ რიგებში გადავიდა ხობის ყოფილი „თავისუფალი დემოკრატების“ 200-მდე მხარდამჭერი.

 

 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...