გამოხმაურებები ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენებაზე ზუგდიდში [Video]

0
455
18 ოქტომბერს, ზუგდიდის ცენტრში, ბულვარის ტერიტორიაზე ინტერნეტში გავრცელებული წამებისა და ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენება  ა.ო.“საზოგადოებრივი დარბაზის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენებას დაესწრო ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც. ჩვენების მიმდინარეობისას  ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში რამდენიმე მცირეწლოვანიც მოხვდა. ჩვენს კითხვაზე რამდენად სწორი იყო ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენება სახალხოდ  და რატომ იმყოფებოდნენ ბავშვები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ქალაქის მერმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს წარსულის შესახებ. ამასთან, ქივე აღნიშნა, რომ მას არ უნახავს ეს ფილმი, თუმცა აპირებს ნახოს. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ გუშინ იმ დღისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, რაც  გავრცელებულ განცხადებაში აისახა. 
„ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გამართულ ჩვენებასთან დაკავშირებით ცალსახად ვაცხადებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. ვფიქრობთ, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია – "საზოგადოებრივი აზრის დარბაზი" გახლდათ. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს – ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ზუგდიდში ე.წ. "კასრების კადრების" საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა“, – ნათქვამია ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ფილმის სახალხო ჩვენებას  საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენება კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს მოქალაქეთა თავშეყრის ადგილას. ფილმის საჯარო სივრცეში ჩვენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან  პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
 შეგახსენებთ რომ კადრები, რომლის ღიად ჩვენებამაც საზოგადოების ნეგატიური განწყობა გამოიწვია, 17ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ ვიდეოპორტალზე განთავსდა. კადრების გავრცელება NDI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგების გამოცხადების დღეს მოხდა.
წინა სტატიაცხინვალის რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმს გეგმავს
შემდეგი სტატიაყოფილი დეპუტატის მკვლელობა გუდაუთაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური