მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქალაქო სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები იკრიბებიან

საქალაქო სასამართლოსთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები იკრიბებიან

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. პროცესზე, რომელიც 11.00 საათზეა დანიშნული , ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მთავარი სხდომა იწყება. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. მისი თქმით, მთავარი სხდომა, სავარაუდოდ, დღეს ვერ დასრულდება, რადგან საქმე მოცულობითია და ბევრი პროცედურაა გასავლელი. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მას დღეს ექნება შუამდგომლობა, თუმცა ამაზე წინასწარ კომენტარი არ გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს დაიკითხება ექსპერტი, რომელმაც 2005-2006 წლებში "რუსთავი 2-ის წილების საბაზრო ღირებულებაზე ექსპერტიზა ჩაატარა და როგორც ცნობილია, აღნიშნული ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ წილების ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე ქიბარ ხალვაშს გადაუხადეს. გარდა ამისა, შუამდგომლობები აქვს მოპასუხე მხარესაც.  პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, დღეს მოპასუხე მხარის რამდენიმე შუამდგომლობა ექნება. მათ შორის, კიდევ ერთხელ მოითხოვს მოსამართლის აცილებას. გარდა ამისა, ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, მოპასუხე მხარე დააყენებს შუამდგომლობას პროცესის გადადებასთან, ასევე ექსპერტიზის ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით და სასამართლოს კიდევ რამდენიმე შუამდგომლობას წარუდგენს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც. 
 

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...