ქიბარ ხალვაშის გერმანელი ადვოკატი: “ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს”

0
382
"მიგვაჩნია, რომ ეს არის გადამეტებული, რაც მოსამართლესთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ აქციებით, რასაც მოპასუხე მხარე აკეთებს. ორი კვირის წინ "რუსთავი 2" ამტკიცებდა, რომ მოსამართლე იღებდა ფულს და იყო გარიგებაში ბიძინა ივანიშვილთან. დღეს ამბობს,, რომ პროკურატურამ დედამისის მიმართ სარჩელი შეიტანა და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებია და ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ მოსამართლე არანაირ გარიგებაში არ არის ივანიშვილთან. გარდა ამისა, მოსამართლე, ჩვენი დაკვირვებით, ძალიან ორგანიზებულია და კარგად უძღვება პროცესებს. თუ ვინმეს ეჭვი გააჩნდა, რომ მოსყიდული იყო, ამ ფაქტის მერე, რაც დედამისის თაობაზე მოხდა, რაც არ ვიცი, მართალია თუ არა, მტკიცდება, რომ მათ შორის არანაირი გარიგება არ ყოფილა", – განაცხადა ქიბარ ხალვაშის გერმანელმა ადვოკატმა პიტერ სებასტიან ლაუმ. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს მოსამართლემ მოპასუხე მხარის 10-დან მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. "ეს არის არასწორი, სულ მცირე სამი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თუკი დანარჩენები არ დაკმაყოფილდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკეთესი პოზიციები გვქონდა", – განაცხადა ხალვაშის გერმანელმა ადვოკატმა. ამასთან, მისი თქმით, მთავარი სხდომა სავარაუდოდ დღეს არ დასრულდება, იქედან გამომდინარე, რომ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესის მალე დამთავრება "რუსთავი 2"-ის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, ყადაღიდან გამომდინარე.
წინა სტატიახელისუფლება ხელს უწყობს ანტიდასავლურ მედიას და ებრძვის პროდასავლურს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური