მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო სექტორი გუშინ ძალადობის ამასახველი კადრების ქუჩებში ჩვენებას ეხმიანება

არასამთავრობო სექტორი გუშინ ძალადობის ამასახველი კადრების ქუჩებში ჩვენებას ეხმიანება

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია კრიტიკულად აფასებს გუშინ  ზუგდიდის ცენტრში, უკრაინულ მედიაში გავრცელებული საქართველოში ძალოვანი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობების საჯარო ვიდეო-ჩვენებასა და განხილვას, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მისი თქმით, კადრების გამავრცელებლები და მისი სახალხოდ ჩვენების ორგანიზატორები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან და ორივე უნდა დაისაჯონ: “ვინც ამ კადრების საჯარო ჩვენებებს აორგანიზებს და ამისგან სიამოვნებას და კმაყოფილებას განიცდის, ის თავადაც იგივეს გამკეთებელია! ამაში დარწმუნებული ვარ! რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუკი გამოძიება მიმდინარეობს კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის გამო, რატომ არ არიან დამნაშავეები ისინი, ვინც საჯარო ჩვენებებს აწყობენ? მათ შორის საჯარო მოხელეები. რატომ არ ერევა პატრული? რატომ არ აღკვეთენ მსგავს ქმედებებს?” – წერს ლომჯარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...