ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ,,ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა მოითხოვეს

0
409

ზუგდიდში ,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზის” ორგანიზებული საპროტესტო  აქციის მონაწილეებმა დაგმეს  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე ასახული ძალადობა , რომელიც მათი თქმით, ყოფილი ხელისუფლების სახეს ამხელს.  

მათი განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” საქმიანობა უნდა აეკრძალოს და ეს მოთხოვნა სწორედ სამეგრელოდან დაიწყება.

აქციის მონაწილეებმა  ზუგდიდის მაჟორიტარ როლანდ ახალაიას სახლთანაც გადაინაცვლეს და  მსგავსი ქმედებების მთავარ მამოძრავებელ ძალად  როლანდ ახალაია დაასახელეს.

დღევანდელ აქციას სოციალურ ქსელში განვითარებისა და მხარდამჭერის ცენტრის ლიდერი ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა, იგი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა შორის არის ,,იზორიას სიმამრი მანჯგალაძე და მისი დამქაშები თავისივე დასაქმებულ (ძირითადად საკრებულოებში და სოფლების გამგეობებში) "კომბლეებთან" ერთად (დაახლოებით 100 კაცი) და ნაცვლად იმისა, რომ ბალოიანის სახლს მიდგომოდნენ, ახალაიების სახლს მიადგნენ.

რაც შეეხება  გავრცელებულ ბრუტალურ და ამაზრზენ კადრებს:ისინი  ხელისუფლებამ გამოაგდო დღევანდელი და ხვალინდელი მოვლენების გადასაფარად, – წერს ანი ნადარეიშვილი – მთავარი მოქმედი პირი, რომელიც კადრებშიც ჩანს და საქმეშიც ფიგურირებს არის ყოფილი პოლიციელი ვინმე ბალოიანი, რომელიც არამცთუ ციხეში არ ზის, მისთვის ბრალიც კი არავის წაუყენებია. ნუთუ ვერ ხედავთ მსგავსებას ე.წ. "ცოცხების კადრებსა" და ამ ამაზრზენ კადრებს შორის?! რატომ არ სჯიან დამნაშავეებს?! რატომ არ კითხულობს აღშფოთებული საზოგადოება ვინ არის ის ნაძირალა, რომელმაც ასეთი სისაძაგლე ჩაიდინა?! რატომ დუმს პროკურატურა?! რატომ გაუფორმეს საპროცესო სასტიკ დამნაშავეებს მარლესი (მაცი) ხვიტიას და გოჩა შონიას, იმ სადისტებს, ვისაც დაზარალებული ადებდა ხელს?! რატომ უშვებენ დღე-დღეზე ციხიდან იმ ყავარჯნებიან კრიმინალს თემურ უბირიას, რომელიც ორი წელიც კი არ მჯდარა ციხეში?! 

წინა სტატია„რუსთავი 2 აპრავებს ძალადობას“- კონტრაქცია ზუგდიდში.
შემდეგი სტატიასამეგრელოში თხილის ფასმა მცირედით მოიმატა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური