მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის უზენაესმა სასამართლომ ხუბუტიას ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ხუბუტიას ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

Published on

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ "რუსეთში ქართველთა კავშირის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ყველა წამყვანი მედიასაშუალება აქვეყნებს, მათ შორის ,,გრანი რუ'', ,,ეხო მოსკვი'', და სხვ.

"რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ამ საქმეში  ქართულ კვალს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს "გამყიდველი" ჩინოვნიკის ბრალეულობას ხედავს, იგი ამ ჩინოვნიკს ოქსანა გენადიევნას სახელით იხსენიებს. 

"სასაცილოა, რომ პროკურატურისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილის ავტორი, ვინმე  ბლუაშვილი ფიქრობს, რომ ჩემს შემდეგ პრეზიდენტის სიახლოვეს იქნება და ფულს გააკეთებს. მე ორჯერ წავედი კავშირიდან, დამაბრუნეს, ჩემამდე ჩვენი თანამემამულეების ტკივილის დასაფიქსირებლად ქაღალდი და კალამიც კი არ არსებობდა, თუმცა აკადემიკოსმა სევერიან ცაგარეიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. დღეს ჩემი ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ზეიმობენ, ჩემთვის კი მაინც სამწუხაროა, სული მაქვს მასში ჩადებული", – აცხადებს ხუბუტია.

"რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტს სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 2 თვის ვადა აქვს, თუმცა მიიღებს თუ არა მიხეილ ხუბუტია გასაჩივრების გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.იგი არაფერს წერს იმაზე, აპირებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. 

ცნობისათვის: აპრილის ბოლოს ,,კომსომოლსკაია პრავდაში'' ითქვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ადმინისტრატიულ პასუხისგებაში მისცა ,,ქართველთა კავშირი რუსეთში''  ორგანიზაციაში განხორციელებული შემოწმების შედეგების საფუძველზე. შემოწმწბის დროს გამოვლინდა რიგი დაეღვევები, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის სტრუქტურაში დაფიქსირებული 46 რეგიონული განყოფილებისა,  არსებობს მხოლოდ 34 და  ამ უკანასკნელთა უმეტესობაც კი ძირითადად ქაღალდზე. 

სააგენტო ,,ინსაიდერის" ცნობით, ორგანიზაციის რეგიონულ სიებში ფორმალურად ირიცხება ბევრი ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია რაიმე მონაწილეობა მის მუშაობაში, უფრო მეტიც, რამდენიმე  მათგანი  რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელადაც კია გაფორმებული.  

,,გრანი რუ '' იხსენებს ინცინდენტს, რომელიც ხუბუტიას 2014 წლის 20 დეკემბერს შეემთხვა თბილისში – ,,ხუბუტია რესტორან ,,თავადურთან'' ამ დაწესებულების დაცვის წევრებმა სცემეს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ხუბუტიამ თავად გამოიწვია ეს ინცინდენტი  იქ მყოფთათვის მიუღებელი მოქმედებით, ხუბუტია კი ამბობს, რომ რესტორნიდან სულ რამდენიმე წუთით გავიდა გარეთ, რომ იქ დატოვებული თავისი ავტომანქანიდან აეღო საჭირო ნივთი, თუმცა უკან, რესტორანში დაცვამ აღარ შეუშვა და სასტიკად სცემა კიდეც.. 

ხუბუტია ,,ედინაია როსსიას" წევრია. იგი არის აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების  საბჭოს წევრი. 

 

 

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...