მთავარისიახლეებისაზოგადოება.NDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს

.NDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს

Published on

NDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის განცხადებით, , სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია.

განცხადების თნახმად, ასეთი მაჩვენებელი განაპირობა შეცდომამ, რომელიც დაშვებულ იქნა შედეგების ფორმულირების დროს. თავდაპირველ ვერსიაში 27-ე სლაიდზე (უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას? – ა) ევროკავშირში, ბ) ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ) ტექსტში იყო შეცდომა, კერძოდ, "ევრაზიის კავშირის" ნაცვლად "ევროკავშირი" ეწერა. სწორი ვერსიის მიხედვით უნდა იყოს: ა) ევრაზიის კავშირში, ბ) ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. NDI-ის განმარტებით, კითხვის ა და ბ ვარიანტები დაესვა რესპონდენტთა ორ სხვადასხვა, წარმომადგენლობით ჯგუფს. ამ მიდგომის მიზანი იყო გამოეკვლია განსხვავება პასუხებს შორის რუსეთის ფედერაციის ხსენების შემთხვევაში და მისი ხსენების გარეშე.

 

 

სიახლეები

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...

უკრაინამ სოჭში ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ სოჭში Лукойл-ის ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე...

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...