მთავარისიახლეებიპოლიტიკავის გაუჭირდა და დასჭირდა თითქოს განადგურებული ვიდეომასალების გამოქვეყნება

ვის გაუჭირდა და დასჭირდა თითქოს განადგურებული ვიდეომასალების გამოქვეყნება

Published on

,,როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა უკრაინულმა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ" სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა. 

გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". 

ეს ფაქტი უკრაინაშიც და საქართველოშიც ბევრმა, ქართველ რეფორმატორთა გუნდის წარმატებების და , უპირველეს ყოვლისა, ოდესაში იუსტიციის სახლის გახსნასთან დაკავშირებული   ფურორის დაჩრდილვის მცდელობად აღიქვა იანუკოვიჩის რეჟიმისა და მოსკოვის მხრიდან.  
ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. თუმცა დღეს გამოქვეყნებულმა გამოკითხვის შედეგებმა წარმოშვა ეჭვი, რომ მასალის მიმწოდებელი შედეგებით უკმაყოფილოთა წრეში უნდა ვეძიოთ.
ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა, თუმცა გამოითქმოდა საფძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არ იყო ამ ჩანაწერების ერთადერთი ეგზემპლარი და ხელისუფლება თადარიგში შეიონახავდა მას საჭირო მომენტში გამოსაჩენად.

,,ძალიან გაუჭირდათ, როგორც NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული მასალის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს მსგავსი ტიპის ვიდეოები რეალურად არ გაუნადგურებია და შენახული ჰქონდა გარკვეული მომენტისთვის, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოსაყენებლად.. 

 

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...