მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI კვლევა: საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია

NDI კვლევა: საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია

Published on

NDI-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობის აზრით, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია. შეკითხვაზე: როგორი პოლიტიკური გავლენა აქვს დღეს რუსეთს საქართველოზე? – გამოკითხულთა 48 %-ის შეფასებით, მისი პოლიტიკური გავლენა დიდია, 31 % ფიქრობს, რომ "საშუალო", ხოლო 16 %-ის აზრით "მცირე/არანაირი". 14 %-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის. რაც შეეხება იგივე შეკითხვას ეკონომიკურ გავლენასთან მიმართებაში, რესპონდენტთა 31 %-ის აზრით, საქართველოზე რუსეთს დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს, 27-27 %-ის შეფასებით კი საშუალო, ან მცირე. გამოკითხულთა 13 % მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე დიდი გავლენა აქვს კულტურული თვალსაზრისით, 11 %-ის შეფასებით კი, ასევე დიდი გავლენა არსებობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა საქართველოზე? – გამოკითხულთა უმეტესობა – 68 % მიიჩნევს, რომ რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე "მცირე ან არანაირი" პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ასევე რესპონდენტების 50-დან70 %-მდე აზრით, მინიმალური უნდა იყოს საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური, კულტურული და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენაც. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობის – 44 %-ის აზრით, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა, 36 %-ის შეფასებით – იგივე დარჩა, 6 %-ის აზრით კი შემცირდა. რაც შეეხება იგივეს ევროკავშირთან მიმართებაში, რესპონდენტების 17 % ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოზე ევროკავშირის გავლენა გაიზარდა, 52 %-ის აზრით – იგივე დარჩა, 10 % კი ფიქრობს, რომ შემცირდა.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...