მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ...

გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ – დავით ზურაბიშვილი

Published on

"საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ  და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს  NDI-ის კვლევების პუბლიკაციაზე," – ასე ეხმაურებაფეისბუკის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, დავით ზურაბიშვილი. 

პოსტის დასაწყისში ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ამ კადრებს ნუ ავრცელებენ. შემდეგ აღნიშნავს, რომ  "ეს ის კასრიდან ამოღებული ცნობილი კადრებია, ადრე რომ აჩვენეს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს და მერე ოფიციალურად გაანადგურეს".

"აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ შსს დაიწყებს გამოძიებას, თუ საიდან მოხვდა ეს კადრები არცთუ ცნობილ უკრაინულ საიტზე," – წერს ზურაბიშვილი. 

ამასთამ, ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "ეს გამოძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ენდიაის კვლევების პუბლიკაციაზე".

"ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა მორალურადაც, დამაჯერებელი პასუხი გასცეს ამ კითხვაზე," – აღნიშნავს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ "ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილის გაღვივება (ვინც არ უნდა იყოს ის ოპონენტი) არის ყოვლად სამარცხვინო, მდაბალი და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უკადრისი საქციელი. ამიტომაცაა ვალდებული ხელისუფლება პასუხი გასცეს ბრალდებას. დამაჯერებელი და სარწმუნო პასუხი".

ამასთან, ზურაბიშვილი ასევე ითხოვს, რომ "პროკურატურამ და შსს-მ აუცილებლად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არიან თუ არა დასჯილი ის ჯალათები, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერში".

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...