ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გონერ პაპავა თანამდებობიდან გათავისუფლებულია,ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპავას გათავისუფლების მიზეზი აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევები გახდა, საუბარია ადმინისტრაციული სახის ფინანსურ დარღვევებზე, რომელზეც მან გაფრთხილება ადრეც მიიღო.