ტაბულას გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ იმყოფებოდა სტუდენტების მიერ ორგანიზიებულ აქციაზე, სადაც გაიგო, რომ მისი სტაჟიორს, სალომე ხვადაგიანს აკავებდნენ. ამის შემდეგ, მივიდა ადგილზე, სადაც "გაზპორმისა" და ბიძინა ივანიშვილის კარიკატურას აკრავდნენ სტუდენტები. "ავირჩიე ბოძი, რომელიც უკვე დაზიანებული იყო და გაკრული იყო არა ერთი განცხადება, იქვე მივაკარი ბიძინა ივანიშვილისა და გაზპრომის კარიკატურა, რაზეც თავიდან არ აპირებდნენ ჩემს დაკავებას, მაგრამ სალომე ხვადაგიანს რომ აკავებდნენ, დავსვი კითხვა, ამ ბავშვს თუ აკავებთ მე რატომ არ მაკავებ-თქო და ამის შემდეგ დამაკავეს", – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის როგორ ესვრიან პომიდვრებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაც კანონით არის აკრძალული. "ჩვენ ყველამ ვიცით როგორ ამახინჯებენ პოლიტიკური ოპონენტების კორპუსებს, როგორ აკრავენ ნაციონალური მოძრაობის შესახებ პოსტერებს და კარიკატურებს, თუმცა არავის ამისთვის არ იჭერენ. საკმარისია აწყენინო ბიძინა ივანიშვილს და მიდიხარ ციხეში. ეს არის საქართველოს დღევანდელი რეალობა რომელიც ძალიან მალე შეიცვლება", – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ მომხდარა, იქიდან გამომდინარე რომ ბოძი რომელზეც მან პლაკატი გააკრა უკვე დამახინჯებული იყო. მისი ტქმით, იგი საგამოძოებო სამსახურიდან პირდაპირ სასამართლოში მიდის, სადაც მისი და მასთან ერთად დაკავებულების საქმის განხილვა 17:00 საათისთვის იგეგმება. ჩერგოლეიშვილი ვარაუდობს რომ მათ სასამართლო დააჯარიმებს.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...