მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩერგოლეიშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

თამარ ჩერგოლეიშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

Published on

თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი რამდენიმე წუთის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას დაკავებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ მიაწოდა. საქალაქო სასამართლოში პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის დაკავებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა – ამ ფაქტზე განცხადებები საქართველოს პარლამენტის სხდომაზეც გაკეთდა. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი საპარლამენტო ტრიბუნიდან ასე გამოეხმაურა ამ დაკავებას:   

"ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის დემოკრატიის წესწყობილების მტერი. ეს ადამიანი ერთ წელიწადში ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნება რაც არ ნიშნავს, რომ შურისძიება იქნება. ახალი მთავრობა სრულად იქნება კონცენტრირებული ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაზე. ვინაიდან ბიძინა ივნიშვილი ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნება, უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი, რომ საკუთარი მომავალზე დაფიქრდნენ. ის, რაც რუსთავი 2-ის გარშემო დიდწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს. გადაწყდება ბიძინა ივანიშვილი თავზე დაასვას ამ ქვეყანას კომუნისტური ნომენკლატურა და შევარდნაძის ჭაობი თუ ვერა", – განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

."შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე!"-ასე ეხმაურება Facbook-ის საკუთარ გვერდზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრი დავით ზურაბიშვილი

,,რას ნიშნავს ეს? რად უნდა ამას დაკავება? თუ ამახინჯებს, გაუგზავნე ჯარიმა და ეგაა? სირცხვილია მართლა რაა! ირაკლი კაკაბაძეს რომ აკავებდა წინა ხელისუფლება მსგავსი ქმედებების გამო ხომ არ მოგვწონდა?!“ – აღნიშნა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...