მთავარისიახლეებიპოლიტიკატელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

Published on

თბილისში, ოპერასთან ”გაზპრომის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, რომელსაც    სტუდენტები მართავდნენ და გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებდნენ,  დააკავეს ტელეკომპანია   "ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. დაკავება მოხდა მაშინ,  როცა აქციის მონაწილეები ოპერის თეატრთან პოსტერებს აკრავდნენ.   ჩერგოლეიშვილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.  დაკავებულია აგრეთვე ტაბულას'' გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი .შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილი  კრიტიკულად აფასებს საქართველოს სახიფათო თამაშებს გაზპრომთან .   ,,საქართველოს თავისუფლება საფრთხეშია – ხელისუფლებას ,,გაზპრომის'' ხაფანგში შევყავართ. რუსული გაზი პუტინის გეოპოლიტიკური იარაღია. გაზპრომზე დამოკიდებულება ნიშნავს დამორჩილებულ, ღარიბ , გაყინულ და ბნელ საქართველოს. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ხალხის მონაპოვარია. ჩვენ ის არ უნდა დავთმოთ'' – ასე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი პირველივე  ცნობას გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ  

 

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...