მთავარისიახლეებისაზოგადოებაგონერი პაპავას გათავისუფლებას ზუგდიდის რესურსცენტრში ადასტურებენ

გონერი პაპავას გათავისუფლებას ზუგდიდის რესურსცენტრში ადასტურებენ [Video]

Published on

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერი პაპავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შესაბამისი გადაწყვეტილება რესურსცენტრში გუშინ საღამოს, სამუშაოს საათების დასრულებამდე მოვიდა. რას უკავშირდება პაპავას გათავისუფლება, ამის შესახებ უწყებაში არ საუბრობენ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის მამუკა ბულიას განცხადებით, ჩატარდა აუდიტი, რომლის დასრულების შემდეგ მოხდა გონერ პაპავას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. „საფუძველი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან აუდიტის დასკვნას ველოდებოდით, რადგან რესურსცენტრში შიდა აუდიტის სამსახური იმყოფებოდა. წუხელ დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მივიღეთ ბატონ გონერი პაპავას გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება“. ჩვენს კითხვაზე ხომ არ უკავშირდება პაპავას გათავისუფლება მიმდინარე  წლის მარტის თვეში ფილმის – „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკები“  ჩვენებას, რომელსაც ზუგდიდის  სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, მამუკა ბულიას განმარტებით არა, „გონერიპაპავას გათავისუფლება ფილმის ჩვენებას არ უკავშირდება“. ჩვენ დავუკავშირდით ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს გონერი პაპავას. მისი თქმით, აღნიშნულზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, პაპავას გათავისუფლება ფინანსურ და ადმინისტრაციულ დარღვევებს უკავშირდება. როგორც სატელეფონო საუბარში განგვიმარტეს, რესურსცენტრის ხელმძღვანელს მიეცა დრო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თუმცა რეალურად არაფერი არ იყო გამოსწორებული. 

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...