მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიაში 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყობა

ანაკლიაში 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყობა

Published on

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის უკან  600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყობა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  "აბრეშუმის გზის ფორუმზე"  ერთერთი მთავარი თემა იყო ქვეყნის  სატრანზიტო პოტენციალი და  შესაძლებლობები, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. „ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ახლა ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების  საბოლოო ეტაპზე. ეს პორტი  არის ზუსტად ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში".  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჯამურად რამდენიმე მილიარდი ინვესტიციაა. 

 პორტის უკან,  600 ჰექტარზე გაკეთდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი არის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოში აწარმოოს პროდუქცია და შემდეგ შეიტანოს ევროპაში", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

 

 

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...