მთავარისიახლეებისაზოგადოებარელიგიური უმცირესობები თვლიან, რომ საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან

რელიგიური უმცირესობები თვლიან, რომ საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან

Published on

 8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიმართა  სარჩელით და იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რაც რელიგიურ უმცირესობებს საგადასახადო სფეროში უთნასწორო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

კერძოდ, საუბარია ნორმებზე, რომლებიც   მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებული ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს. რელიგიური ორგანიზაციების თქმით, ეს  წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპთან.

სარჩელს ხელს  აწერენ  რელიგიური ორგანიზაციები: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია.

საკონსტიტუციო სასამართლოში რელიგიურ ორგანიზაციებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

სიახლეები

“იმედსა” და “პოსტვ”-ს დიდმა ბრიტრანეთმა სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ...

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის...

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა  ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ...