მთავარისიახლეებისამართალიჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოშია

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოშია

Published on

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა. არსებული ინფრომაციით, მას აეროპორტში ქართული მხარის წარმომადგენლები დახვდნენ. ფატუ ბენსუდამ აეროპორტი, ესკორტის თანხლებით, სამთავრობო გასასვლელით დატოვა და სავარაუდოდ "ქორთიარდ მარიოტში" გამეგზავრა. პროკურორმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ მედიასთან ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. პროკურორი შეხვდება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგნელებს, არასამთავრობებოს, 2008  წლის აგვისტოს ომის დრო დაზარლებულ  ადამიანებს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა,  ფატუ ბენსუდამ  მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს. როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს. "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება. 2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში", – ნათქვამია ჰააგის სასაამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...