მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ

გამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ

Published on

,,რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იტყობიანებიან, რომ ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმად, ისინი ქვეყნის კულტურული ფასეულობებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ამბობენ, რომ რელიგიური საქმიანობაში წინააღმდეგობებს აწყდებიან.ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ხელს უწყობენ საზოგადოების მტრულ დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობებისადმი. " –  ნათქვამია  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ყოველწლიურ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ, რომელშიც ასახულია   საქართველოში 2014 წელს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა.

დოკუმენტის თანახმად,   საქართველოს კონსტიტუცია  უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას და მიჯნავს სახელმწიფოს ეკლესიისგან, თუმცა, მიუხედავად ამისა "კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის".

რელიგიური უმცირესობები ასევე იტყობინებიან, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას აქვს ადგილი. 
ვრცელდებოდა ინფორმაცია სარწმუნოების იძულებითი წესით შეცვლაზე და პოლიციასა და რელიგიურ აქტივისტებს შორის ძალადობის სულ მცირე ერთ ინციდენტზე", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მან რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები ეფექტურად გამოძიება ვერ შეძლო.
,,ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა  რელიგიური სიძულვილისა და შეუმწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული დანაშაულის აღკვეთა და ეფექტური გამოძიება, საჯარო სექტორში სეკულარიზმის პრინციპის განმტკიცება, საგანმანათლებლო სისტემის საშუალებით რელიგიური თანასწორობის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირებულობისა და ტოლერანტობის დონის გაზრდა", – ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიში გამოქვეყნებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე

 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...