მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ – ს სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თვისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე სეპარატისტულ რეგიონებში

აშშ – ს სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თვისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე სეპარატისტულ რეგიონებში

Published on

აშს–ს სახელმწიფოდეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ  ცალკე თავი ეძღვნება "მეამბოხეების, გარე ძალებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ჩადენილ დანაშაულს".
აღნიშნულ თავში წერია, რომ ". სამხრეთ ოსეთში  ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა რელიგიური მსახურება ნულის და ერედვის ქართულ სოფლებთან მდებარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში".
"სამხრეთ ოსეთში, "იეჰოვას მოწმეებს" ოფიციალურად არ აღიარებენ და რელიგიურ მსახურებებს ფარულად ატარებენ. ისინი დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იდევნებიან.

ახალგორში, ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ ხელს უშლის "იეჰოვას მოწმეებს" რელიგიური ღონისძიებების ჩატარებაში და მათი ლიტერატურა ექსტრემისტულად აღიარა.

"იეჰოვას მოწმეები" ოფიციალურად აკრძალეს აფხაზეთში, თუმცა აქ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ბაპტისტებს, ლუთერანებსა და კათოლიკეებს რელიგიური საქმიანობის საშუალება აქვთ, 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ადამიანები კვლავ აწყდებიან სირთულეებს ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთისას და ოჯახის წევრების საფლავების მონახულებისას, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში. 
"მეშვიდე დღის ადვენტისტები" იტყობინებიან, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰყავთ ეკლესიის წევრები, თუმცა მათ ვერ ეკონტაქტებიან. ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტაძრები ჰქონდათ, მაგრამ ტაძრები რუსეთის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მოქმედებდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავ განაგრძობს სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს მართლადიდებელი ეკლესიის ტაძრებში, მათ შორის გუდაუთაში მდებარე ლიხნის მონასტერში", – ნათქვამია ანგარიშში. 
სურათზე: ლიხნის ტაძარი

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...