მთავარისიახლეებიეკონომიკააბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში

აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში

Published on

 დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია – ასეა აფასებს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში მიმდინარე ,,აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელსაც  31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან 

,,ჩვენი დღევანდელი ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება. საქართველოს სურს, რომ რეგიონალური ჰაბი გახდეს და გახდეს ასევე თანამშრომლობის ცენტრი. საქართველო არის გარკვეული კარიბჭე ევროპისთვის აზიასთან დასაკავშირებლად. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი. ჩვენ ვართ ევროპისთვის მოკლე გზა აბრეშუმის გზის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებთან დასაკავშირებლად. ჩვენ ისტორიულად გვაქვს კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან. რაც შეეხება თბილისს, ის აქტიურად ატარებს საერთაშორისო ფორუმებს. დარწმუნებული ვარ დღევანდელი ფორუმი ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა  მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მონაწილეებისადმი. 

,,საქართველოში  უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის გზით ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად . ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს. რეგიონის ყველა ქვეყანას ერთობლივად ეძლევა შესაძლებლობა, ააშენონ ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს", – განაცხადა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ბრიუს ენდრიუსმა, რომელიც ფორუმში მონაწილეობს.

 

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...