მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოსა და რუსეთში მიმდინარე გამოძიებებში წინსვლის არარსებობა აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას აცხადებს...

საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე გამოძიებებში წინსვლის არარსებობა აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას აცხადებს HUMAN RIGHTS WATCH-ი

Published on

უფლებადამცველი ორგანიზაცია HUMAN RIGHTS  WATCH-ი ეხმაურება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას მოთხოვნას და მოუწოდებს ჰააგის  სასამართლოს კანცელარიას, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის საზოგადოების ინფორმირების კამპანია, რათა ამ ქვეყნების მოსახლეობას მკაფიოდ განემარტოს სასამართლოს მანდატი და პროკურორის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები."საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე გამოძიებებში წინსვლის არარსებობა აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას მკვლელობებისა და იძულებით გამოდევნისთვის. დაზარალებულები კვლავ ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა", – აცხადებს HUMAN RIGHTS  WATCH-ის საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების უფროსი იურისტი ელიზაბეთ ევენსონი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, ,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საშუალება უნდა მიეცეთ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ, ხოლო რეგიონის პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლოს სრული მხარდაჭერა უნდა დაუდასტურონ".

სიახლეები

“იმედსა” და “პოსტვ”-ს დიდმა ბრიტრანეთმა სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ...

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია "იმედსა" და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის...

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა  ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ...