ჰააგის სასამართლო 2008 წლის ომში ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე გამოძიებას ითხოვს

0
473

ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.
 პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
"პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილისაცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75 პროცენტით", – განმარტავენ ჰააგის სასამართლოში.
საერთაშორისო სასამართლოს ინფორმაციით, პროკურორს აგრეთვე გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში.
"გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ქართველი ძალების თავდასხმისშედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.''
ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამდანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა.  საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. – ნათქვამია განცხადებაში
 

წინა სტატიადავით ზალკალიანმა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” რიგები დატოვა
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო” რუსეთსა და აშშ – ს ჯიჰადს უცხადებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური