მთავარისიახლეებიპოლიტიკაალასანია უარყოფს ინფორმაციას, რომ,,თავისუფალ დემოკრატებს'' ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც ტოვებენ

ალასანია უარყოფს ინფორმაციას, რომ,,თავისუფალ დემოკრატებს” ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც ტოვებენ

Published on

ირაკლი ალასანია არ ადასტურებს  ზალკალიანის გადადგომასთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ,,თავისუფალ დემოკრატებს'' სხვა წევრებიც, სახელდობრ,  ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც ტოვებენ, . 

"ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილი აქვს  თითიდან გამოწოვილ ინსინუაციებს ივანიშვილის მხრიდან– აცხადებს იგი– ნუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ თავისუფალი დემოკრატები დაიშლება. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალიდემოკრატები" არის ერთიანი, ჩვენ ვძლიერდებით და გუშინ ახალი წევრიც შემოგვემატა, რაც გაგრძელდება,  ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მზადებას არჩევნებისთვის." 

ალასანია ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება ზალკალიანის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ არის მიღებული და აქ ამაში ახალი არაფერია– არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, ბუნებრივია, არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკურ საქმიანობასთან და ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...