2016 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 20 მონაწილე ცნობილია

0
502

 გუშინ ღამით დასრულდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის  საკვილიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ნაწილი და ცნობილი გახდა 20 მონაწილე გუნდის ვინაობა.

ევრო 2016 საფრანგეთში გაიმართება, მასში  24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთმა, როგორც მასპინძელმა, ტურნირზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა. მას დაემატა 18 გუნდი, რომლებმაც საკუთარ ჯგუფებში პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს. მათ კიდევ დაემატათ საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილოსანი გუნდი. დანარჩენი 8 მესამე ადგილოსანი კი პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას და შედეგად უკვე კვალიფიცირებულ 20 გუნდს კიდევ 4 გუნდი დაემატება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ჯგუფებიდან პირველი და მეორე ადგილებით გავიდნენ: ჩეხეთის, ისლანდიის, ბელგიის, უელსის, ესპანეთის, სლოვაკეთის, გერმანიის, პოლონეთის, ინგლისის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, რუმინეთის, ავსტრიის, რუსეთის, იტალიის, ხორვატიის, პორტუგალიისა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები.

საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი – თურქეთის ეროვნული ნაკრები გახდა. პლეი-ოფში კი, მონაწილეობას მიიღებენ: უნგრეთის, უკრაინის, ნორვეგიის, დანიის, შვედეთის, ირლანდიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და სლოვენიის ნაკრებები. პლეი-ოფის კენჭისყრა კვირას ჩატარდება. პირველი მატჩები 12, 13, 14 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 15, 16, 17 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ნაწილში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღო. D ჯგუფში, რომელშიც, საქართველოს გარდა, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია და გიბრალტარი იყვნენ, საქართველომ 9 ქულა მოიპოვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

წინა სტატია,,ნარი” აფხაზებისა და სომხების ამბიციებზე აპელირებს და სირიაში ბრძოლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიააბაშის გამგებელს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური