მთავარისიახლეებისაზოგადოება"შეჩერდეს ავანტიურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ" - არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს

“შეჩერდეს ავანტიურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ” – არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს

Published on

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია – დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა“ – თავისუფალი მედიის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების უშუალო ჩარევით დაიხურა პოლიტიკური თოქ შოუ საზოგადოებრივ არხზე, ტელეკომპანია იმედზე და საფრთხე შეექმნა ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის ნორმალურ ფუნქციონირებასა და არსებობას.“ "მიგვაჩნია, რომ პლურალისტური გარემოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესია და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, კრიტიკულად განწყობილი მოქლაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა მმართველი ძალის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების უზურპაციის საფუძველს იძლევა." 9 პარტიის წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლბას და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს "დაუყოვნებლივ შეჩერდეს ავანტიურა, მიმართული დამოუკიდებელი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა შესაძლებლობას და დაიცავს დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებებს“ – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...