მთავარისიახლეებიპოლიტიკანატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების განხორციელებისკენ მოუწოდებს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების განხორციელებისკენ მოუწოდებს

Published on

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციას აქვეყნებს, სადაც საქართველოცაა ნახსენები. ასამბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციაში ჩამოთვლილი რეკომენდაციები და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაცია. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ განაგრძობს უელსის სამიტზე გამოცხადებულ მხარდაჭერას ნატოს ასპირანტი ქვეყნების მიმართ და მათ შორის საქართველოსთან არსებითი პაკეტის განხორციელებას. ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი ვარშავის სამიტის წინ, რომელიც 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი. ასევე განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს, მაკედონიისა და ბოსნია ჰერცოგოვინას სრულ წევრობამდე, თუ ეს ქვეყნები ვაშინგტონის ხელშეკრულების პირობებს წარმატებით შეასრულებენ.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...