მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას

Published on

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება პარტნიორობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ნატო-ს ღია კარისა და პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში. 
რეზოლუციის მთავარი გზავნილია, რომ ნატო-მ უნდა მიიწვიოს მონტენეგრო ალიანსში. რეზოლუცია ასევე აფიქსირებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას ალიანსის გაფართოების, ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოს, მონტენეგროსა და მაკედონიის მისწრაფებებისადმი, გაწევრიანდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. კანონმდებლები ხაზს უსვამენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას, თუმცა პოტენციურ წევრებს შეახსენებენ, რომ მათ უნდა დააჩქარონ რეფორმები, რათა  ალიანსის სტანდარტებს შეესაბამებოდნენ. 
რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ ასპირანტი ქვეყნებისთვის უელსის სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, 2015 ლის 1 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ,,წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით''.   როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლები დაფიქსირდა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დისკრეტიდაცია და დაკავებულებზე ზეწოლა. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს მიიღოს ზომები, რათა შემცირდეს ქვეყანაში წინასწარი პატიმრობა. PACE – ს რეზოლუცია მმართველ გუნდში კრიტიკულად შეაფასეს. 

 

 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...