მთავარისიახლეებისაზოგადოება17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

Published on

17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს თბილისშიც და იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 15 გრადუსი დაფიქსირდება. ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი და ზოგან ძლიერიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსი იქნება. თბილისში კვლავ იწვიმებს, იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. 14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი. 15-16 ოქტომბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის ნალექს კვლავ პროგნოზირებენ. 17 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

სიახლეები

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა...

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიღებას 53-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა,...

9 მაისისთვის პუტინის “ზავის” პასუხად ზელენსკიმ 5-6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

9 მაისის აღლუმისთვის კრემლის მხრიდან "ზავის" გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ...