მთავარისიახლეებისაზოგადოება17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

Published on

17 ოქტომბრამდე საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს თბილისშიც და იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 15 გრადუსი დაფიქსირდება. ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი და ზოგან ძლიერიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსი იქნება. თბილისში კვლავ იწვიმებს, იქნება ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. 14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი. 15-16 ოქტომბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის ნალექს კვლავ პროგნოზირებენ. 17 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

სიახლეები

თესალონიკში მოქმედმა საკვირაო სკოლამ გიორგი კეკელიძისგან 200 წიგნი საჩუქრად მიიღო

20 სექტემბერს, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მოქმედი ქართულ-ბერძნული დიასპორული ასოციაციის „თერგის“ (ხელმძღვანელი ია ხუროშვილი) ბაზაზე...

მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს – 27 საელჩოს განცხადება

მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის...

მიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაცია შედგა – ტალიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და...

უკრაინელებმა ბაშკირეთში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

გამთენიისას უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, სალავატის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს – შედეგად, ადგილზე...