ახლო მომავალში, თბილისის ცენტრში, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე დაყრდნობით, სასტუმრო აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნული საიტის თანახმად, პროექტს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ახორციელებს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე განთავსდება. მისი დიზაინისა და ინტერიერისთვის ბიზნეს-პალატამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 1 ნოემბერს დასრულდება. საქართველო ისრაელის ბიზნეს-პალატის მენეჯერის, ანი კვირიკაშვილის თქმით, სასტუმრო ძირითადად ისრაელიდან ჩამოსულ vip კლიენტებს მოემსახურება. მისი განცხადებით, იდეის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სასტუმროს ქართული იერსახე, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებით იქნება მთლიანად გაჯერებული, ვიზიტორების დიდ მოწონებას და აღფრთოვანებას გამოიწვევს. ,,გვინდოდა რაღაც გამორჩეული შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის, ვინაიდან ,,მარიოტისა“ და ,,შერატონის“ მსგავსი სასტუმროები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია. ყველასგან განსხვავებული და ქართული სულის მატარებელი ახალი სასტუმრო, ვფიქრობ, მათთვის საინტერესო იქნება,“-აღნიშნა ანი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტენდერში არქიტექტორთა ფორუმში გაერთიანებული შვიდი არქიტექტორი დარეგისტრირდა. ,,თავად იდეამ უკვე გამოიწვია დიდი გამოხმაურება, ვფიქრობ წარმატებული პროექტი იქნება, ველოდებით შემოთავაზებებს არქიტექტორთა მხრიდან“ -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. სასტუმროს მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. მასში 15 ნომერი განთავსდება, თითოეული მათგანი ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა მთავარი პერსონაჟის სახელობის იქნება. სასტუმრო 2016 წლის აპრილში გაიხსნება.
სიახლეები
კონფლიქტები
უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
"დნიპროპეტროვსკის...
სიახლეები
ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...
საზოგადოება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა.
ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...
საზოგადოება
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში
გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...