მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს ნაკრები გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

Published on

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად, გერმანიასთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.
პირველი გოლი მატჩის 50-ე წუთზე თერთმეტრიანი დარტყმით ტომას მიულერმა გაიტანა. ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით ზუსტად 3 წუთში, 53-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გაათანაბრა. მატჩის გადამწყვეტი გოლი კი მაქს კრუზემ 79-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეხვედრაში არაერთი მომენტი ჰქონდა.
შეხვედრას გერმანიაში ქართველი სამხედროებიც დაესწრნენ. სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია.
საქართველოს ნაკრები 10 მატჩში მოპოვებული 9 ქულით 6-გუნდიან ჯჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე გერმანია გავიდა 22 ქულით, 21 ქულით მეორე ადგილი დაიკავა პოლონეთმა, 18 ქულით მესამეზე გავიდა ირლანდია, მეოთხეზე შოტლანდია 15 ქულით, მეხუთეზე საქართველო 9 ქულით, ხოლო ბოლო ადგილი 0 ქულით გიბრალტარმა დაიკავა.
ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გერმანია და პოლონეთი გავიდნენ, ხოლო ირლანდია პლეი ოფ-ში ითამაშებს.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...