საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ახალი მრჩეველი "ახალი მემერჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე იქნება. იგი პოლიტიკური საკითხებში იქნება მრჩეველი. "ფიქრია ჩიხრაძე დაიკავებს მნიშვნელოვან როლს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც ჩართული არიან პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალი მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ფიქრია ჩიხრაძეს აქვს ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსული. "მე, ფიქრია მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩართული ვიყავით ყველანი პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენ სრულ ღირებულებით თანხმობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხს ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, იმას რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", – განაცხადა პრეზიდენტმა. ფიქრია ჩიხრაძე პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე იყო.
სიახლეები
სიახლეები
ზელენსკი- ვხედავთ გზავნილებს, რომ ტრამპი და აშშ ომის დასრულებამდე ჩვენ გვერდით იქნებიან
Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ...
საზოგადოება
თესალონიკში მოქმედმა საკვირაო სკოლამ გიორგი კეკელიძისგან 200 წიგნი საჩუქრად მიიღო
20 სექტემბერს, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მოქმედი ქართულ-ბერძნული დიასპორული ასოციაციის „თერგის“ (ხელმძღვანელი ია ხუროშვილი) ბაზაზე...
პოლიტიკა
მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს – 27 საელჩოს განცხადება
მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის...
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაცია შედგა – ტალიაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და...