მკვლელობა გალში

Published on

ტყვარჩელის პროკურატურა უარყოფს ხმებს, რომ გახსნილია გალში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმისა და მკვლელობის საქმე.   როგორც ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დაყრდნბით ვიუწყებოდით, 7 ოქტომბერს დაახლოებით დილის ცხრა საათზე გალის რაიონში, ოქუმსა და მუხურს შორის გამავალ თემშარაზე ორმა ნიღბიანმა უცნობმა პირმა, რომელნიც შეიარაღებული იყვნენ 5,45 მმ.. კალიბრის ავტომატებით დაცხრილეს ავტომობილი ,,გაზელი'', რომელსაც  სოფელ მზიურის მკვიდრი,1973 წელს დაბადებული დათო ცატავა მართავდა.  მძღოლი  უმძიმესი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო  მისი ძმა ,1974 წელს დაბადებული ტარიელ ცატავა,   რომელიც ამავე მანქანაში იჯდა  ადგილზე   გარდაიცვალა მას ერთი ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. 

 ტარიელ ცატავა გალში თხილის ბიზნესით იყო დაკავებული და  თავდამსხმელები სწორედ მაშინ ჩაუსაფრდნენ გზაზე, როცა ძმასთან ერთად თხილი გალში მიჰქონდა ჩასაბარებლად. 

თავდამსხმელებმა გაიტაცეს მანქანაში მსხდომთა კუთვნილი 40 ათასი რუბლი და დანაშაულის ადგილი დატოვეს.  ზოგიერთი ცნობით, გატაცებულია თხილით დატვირთული მანქანაც. 

 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...