მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს გერმანიას დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს გერმანიას დაუპირისპირდება

Published on

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი სტუმრად, ქალაქ ლეიფციგში გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება და პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. 
გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. "რედ ბულ არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ცხადაძე არნემის "ვიტესის კაპიტან, გურამ კაშიასთან ერთად მივიდა. ცხადაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონებთან რთული მატჩი ელის, თუმცა ამის მიუხედავად მისი გუნდი სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
"სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონებთან და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ბოლო თამაში წააგო, მძიმე მატჩი გველის. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები, რადგან ჩემი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ იმ მატჩთან, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან წავაგეთ. მაინტერესებს, რა მდგომარეობაში ვართ ახლა, იგივე დონის გუნდთან. ვეცდებით, დღევანდელ მატჩში დადებით შედეგზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, შანსი ყველა გუნდს აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმე მატჩი გველის, მაგრამ თუ სწორად ვითამაშებთ, შანსი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს წინა მატჩში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიის ნაკრებმა აჩვენა, რომ სწორი თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
გერმანიასთან სათამაშოდ შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულები:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია).
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა", გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კარშიაკა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო თბილისი", საქართველო), გია გრიგალავა ( "პაფოსი", კვიპროსი).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე ("რიზესპორი", თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა", გორი, საქართველო).
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი). საქართველოს ნაკრები შესარჩევ D ჯგუფში 9 მატჩში მოპოვებული 9 ქულით (3 მოგება, 6 მარცხი) ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე იმყოფება. 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...