მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერი წვიმა და წყალდიდობა ქობულეთში

ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ქობულეთში

Published on

წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ქობულეთსა და მის მიდამოებში  მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, ადიდებულმა მდინარე აჭყვმა ქალაქის რიგი უბნები დატბორა. საცხოვრებელ სახლებში წყალი  შევარდა,  ქუჩებში  დაგუბებულ ლაფიან წყალში მანქანებია ჩარჩენილი, გაითიშა ელექტრო ენერგია. მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან გამოსვლაში მთელი ღამე ეხმარებოდნენ ადგილობრივი და  გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩაული მაშველები. 

 ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით 3 კილომეტრიანი საცობია. ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა. 
ამ ეტაპზე სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება აკრძალულია ასევე ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით. სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაშიც – ოზურგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოპროჯორჯია დილიდან დაზიანებული სადენებისა და წაქცეული ბოძების აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ქობულეთში ამ წუთებშიც ძლიერად წვიმს, რაც აფერხებს აღდგენით და ამოტუმბვით  სამუშაოებს. 

 

 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...