მთავარისიახლეებიპოლიტიკა300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება აშშ-ის სენატმა უკრაინას დაუმტკიცა

300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება აშშ-ის სენატმა უკრაინას დაუმტკიცა

Published on

აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 
"აღნიშნული თანხიდან 50 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული", – წერს დიპლომატი. 
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, თანხის ნაწილი სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე დაიხარჯება.
"კანონპრექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება", – აღნიშნავს უკრაინის ელჩი.
აშშ-ის სენატის დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯების მოცულობა 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 600 მილიონი აშშ დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ერაყის არმიის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...